დღეს, 30 ნოემბერს, ქუთაისში გაიხსნება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მომზადებულია ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაციის, ევროპის საბჭოს, გერმანიის ტექნიკური დახმარების, ადგილობრივ თვითმმართველობების ასოციაციისა და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ.
კონფერენციას _ "თანამშრომლობა ადგილობრივი ხელისუფლების განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში" _ იმერეთის მხარის გუბერნატორი ბატონი ლაშა მაქაცარია, ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობების კონგრესის დირექტორი ანტონელა კანოლატი და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაციის
პრეზიდენტი პერ ვინტერი გახსნიან.
საერთაშორისო კონფერენცია მომზადებული და მხარდაჭერილია ადგილობრივი
დემოკრატიის სააგენტოების ასოციაციის, ევროპის საბჭოს, გერმანიის ტექნიკური
დახმარების, ადგილობრივი თვითმმართველობების ასოციაციისა და ადგილობრივი
დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ.
კონფერენციის მუშაობას შეაჯამებენ კონგრესის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ბერლინის წარმომადგენლობითი სახლის წევრი გაუნტერ კრუგი და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაციის პრეზიდენტი პერ ვინტერი.
ეს არის რიგით მეორე კონფერენცია ქუთაისში, რომელიც ტარდება "ადგილობრივი
დემოკრატიის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" პროექტის ფარგლებში. იგი
მომზადებულია ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაციისა და
ადგილობრივი თვითმმართველობების ასოციაციის მიერ და სარგებლობს ევროპის
საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობების კონგრესის
მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია მოახდინოს ფოკუსირება იმ საკითხებსა და საჭიროებებზე, რაც
სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი ხელისუფლების განვითარებისათვისაა
აუცილებელი.
"გვჯერა, რომ თანამშრომლობა და გამოცდილება რომელიც შეგვიძლია
შევთავაზოთ ევროპის მუნიცეპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და
სხვა პარტნიორების ქსელის მეშვეობით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს
ადგილობრივი ხელისუფლების განვითარებას სამხრეთ კავკასიაში", _ განაცხადა
ვინტერმა.
"თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია არა მარტო
ადგილობრივი ხელისუფლების განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში, არამედ
ასევე ამ რეგიონის ქვეყნების ევროპის მუნიცეპალიტეტებისათვის უკეთ
წარსადგენად. ორმხრივი ურთიერთობები ხელს შეუწყობს სამხრეთ კავაკასიის
დაახლოებას ევროპასთან", _ აღნიშნა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაციის დირექტორმა ანტონელა ვალმორბიდამ.
კონფერენციის დროს შვიდი ევროპული ქვეყნის ადგილობრივი ხელისუფლებისა
და ასოციაციების წარმომადგენლები გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და
იდეებს.