1-ლი დეკემბრიდან სახელმწიფო ტენდერები მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ჩატარდება.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 30 ნოემბერს, 15:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ტატო ურჯუმელაშვილი და სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი დავით მარღანია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" პრესკონფერენციას გამართავენ.