დღეს აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების ნაღმოსანი "გონსალესი" შემოვა ბათუმის პორტში.
როგორც აშშ-ს საელჩომ "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობა, 30 ნოემბერს ელჩის მოადგილე კენტ ლოგსდონი ეწვევა გემს. Gეკიპაჟი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სახის წვრთნებში საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად. "გონსალესის" ეკიპაჟის წევრები მონაწილეობას მიიღებენ მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის სარემონტო სამუშაოებში.
"ეს ვიზიტი ადასტურებს აშშ-ს მიერ შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის მხარდაჭერას საზღვაო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მეშვეობით", - აცხადებს აშშ-საელჩო საქართველოში.
"გონსალესის" მეთაური - ლინ აჩესონი მერილენდის შტატიდან - მსახურობდა ატლანტიკისა და წყნარი ოკეანეების ფლოტებში. "გონსალესი" სამხედრო სამსახურშია 1996 წლიდან. მისი სიგრძეა 154 მეტრი. "გონსალესი" ბაზირებულია ნორფოკლის პორტში, ვირჯინიის შტატი.