ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქ ნალჩიკში, #1 გამასწორებელი კოლონიის მთავარი ინსპექტორი მოკლეს.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს და იქვე იუწყება, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, ამჟამად უკვე გარდაცვლილი სამართალდამცავი, ნალჩიკში მიმდინარე სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით გამოდიოდა.
1971 წელს დაბადებული ალბერტ ალტუევის ავტომობილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილეს. მილიციელი მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას რუსული მედია ასევე აღნიშნავს, რომ ალბერტ ალტუევი მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ყაბარდო-ბალყარეთის სამართალდამცავი ორგანოებიდან მოკლული რიგით 30-ე თანამშრომელია.