Barbies-ის თოჯინების ლიმიტირებული სერია, რომელიც სპეციალურად დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეტ II-ის მონარქობის 70 წლის იუბილისთვის შეიქმნა, უკვე გაყიდულია.
Guardian-ის ცნობით, ყველა თოჯინები 3 წამში გაიყიდა.
თითო თოჯინის ღირებულება კი 95 ფუნტი იყო.
ელისაბედ II გაერთიანებული სამეფოს მონარქი 1952 წლის 6 თებერვალს გახდა , როცა მისი მამა მეფე ჯორჯ VI გარდაიცვალა. დედოფალი ბრიტანეთის ისტორიაში დღემდე ერთადერთი მონარქია, რომელიც ქვეყანას ყველაზე დიდი ხანი მართავს.