პარტია "ტრიბუნის" ლიდერი დავით ჭიჭინაზე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმიანება.
"ის არ კმარა, თავი სამყაროს ღმერთებად რომ გამოგვიცხადეს, ჩვენი დასავლური პარტნიორების მიმართ აგრესიასაც აღარ ასრულებენ არასოდეს. თავად სახელმწიფოს ძარცვას არ თვლიან დანაშაულად და ესენი რა ძარცვაზე, ან საერთოდ რომელ ევროპული სტანდარტების სასამართლოზეა გვესაუბრებიან?!
იმდენი წელია და ისე მსუყედ ძარცვავს მმართველი პარტია ქვეყანას, მსგავსი არც კი მახსენდება და მომკითხავიც ჯერ არავინ არის. ასე რომ, თუ ყველა ერთად არ დავირაზმებით, უსამართლობის პრობლემა ყველასთან მოვა, არავის დატოვებს. ბოლოს ყველას დაგვიჭერენ, ყველას, დაგვსჯიან, ვისი განსხვავებული აზრიც არ მოეწონებათ", - აცხადებს ჭიჭინაძე.