ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმიანება.
"ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო, რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის პირობებშიც, ირჩევს არა დემოკრატიას, არამედ პუტინის ტიპის გზას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ნებისმიერ ფასად შესანარჩუნებლად? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მას ასეთი ქმედებებით საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საბოტაჟი სურს", - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.