"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არასდროს აღიარებენ საზღვრებს, რომლის შეცვლასაც რუსეთი უკრაინაში აგრესიით ცდილობს და უკრაინას მომავალშც დაეხმარებიან.
"არასდროს ვაღიარებთ საზღვრებს, რომლის შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიით ცდილობს და გავაგრძელებთ უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - ნათქვამია G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ გააფრთოებენ ყველა სექტორზე სანქციებს, რომლებზეც რუსეთია დამოკიდებული. ასევე გააგრძლებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, რათა დაეხმარონ რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
"კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, კიდევ უფრო გავზარდოთ ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე, და ამავე დროს გავაგრძელოთ ერთობლივი მოქმედება", - ნათქვამია განცხადებაში.