დაღესტანში რკინიგზის დაცხრილვისას დაჭრილი რუსეთის შს სამინისტროს შინაგანი ჯარის სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა ჯერ სარკინიგზო ლიანდაგი ააფეთქეს, შემდეგ კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან იქვე არსებული მილიციის საგუშაგო დაცხრილეს.
შემთხვევა ქალაქ ყიზლარში, რკინიგზაზე მოხდა. უცნობმა პირებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აამოქმედეს, როცა ლიანდაგზე მოსკოვი-მახაჩკალის სამგზავრო მატარებელმა ჩაიარა.
მომხდარის გამო რაიონში სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა. დამნაშავეებმა კი, მიმალვა მოახერხეს.