"აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა "აზოვსტალიდან" გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯერ უცნობია, მოხერხდა თუ არა ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია ქარხნის ტერიტორიიდან.
მისი თქმით, სპეცტექნიკის არარსებობის გამო შეუძლებელია ყველგან ნანგრევების გაწმენდა და შემოწმება არიან თუ არა იქ გადარჩენილები.
"ამჟამად მიმდინარეობს "აზოვსტალის" ქარხნის ინტენსიური დაბომბვა. მხოლოდ ღამის განმავლობაში 25 დარტყმა დავითვალეთ, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან, მუშაობენ საარტილერიო ქვემეხები, ტანკები, ნაღმტყორცნები, ქვეითები ცდილობენ შტურმის განხორციელებას, სნაიპერები და ა.შ.
ბოლო სამ დღეში "აზოვსტალის" ქარხნიდან ევაკუირებული იყვნენ სამოქალაქო პირები. მაგრამ ყველა ევაკუირებულია? ჩვენ ამის მტკიცედ თქმა არ შეგვიძლია, რადგან არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ან სახელისუფლო სტრუქტურა, ჩვენი უკრაინელი პოლიტიკოსები აქ, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე არ მოსულან. არ არის სპეცტექნიკა, ნანგრევების გასაწმენდად", - თქვა პალამარმა.
ამასთან, პალამარმა აღნიშნა, რომ ამჟამად მარიუპოლში რჩებიან ადამიანები, რომელთა ევაკუაცუაც ჯერ კიდევ არ მომხდარა, ბევრი კი რუსეთში გაიყვანეს.
მისივე თქმით, "აზოვსტალის" ნანგრევებში და ქალაქში ათეულობით ათასი დაღუპული ადამიანის ცხედარია.
"ჩვენ გვყავს ბევრი დაჭრილი სამხედრო, ვითხოვთ მათ დახმარებას. მათ აუცილეალად უნდა მიეცეთ ევაკუაციის შესაძლებლობა", - განაცხადა მან.