ხელისუფლების ამოცანაა, 9 მაისს პუტინს საჩუქარი მიართვან და შესწირონ სააკაშვილის სიცოცხლე - აცხადებს მხატვარი გია ბუღაძე, რომელმაც სააკაშვილის ჯანმრთელობის კრიტიკულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია "პირველთან" ისაუბრა.
ბუღაძის განცხადებით, მას არ სურს, რომ საქართველო პრეზიდენტების მკვლელ ქვეყნად გადაიქცეს.
"ტრაგიკული მდგომარეობაა, უმძიმესი მდგომარეობაა, ჩვენი ისტორიისთვის ალბათ ყველაზე ტრაგიკული ამ ბოლო საუკუნის განმავლობაშიც, შეიძლება უფრო მეტიც. და საერთოდ, მინდა გითხრათ, თომ დიდ დამღად დაედება ჩვენს ქვეყანას, უბრალოდ ამას ვერ გრძნობენ ახლა ამას, ამ შემთხვევაში „ქოცები“. მათი ამოცანა რა არის, რომ მიართვან 9 მაისს, ახლა ის [პუტინი] ხომ ვერ გაივლის პარადით უკრაინაში, მიართვან ეს საჩუქარი, რომ შეწირონ მას მისი ყველაზე მთავარი და ყველაზე ძირითად მტერი, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. საშინელებას სჩადიან, დაკარგეს არამარტო ადამიანური სახე, პროფესიული სახეც. ჩვენ აქტივობა უნდა გავაგრძელოთ, არ უნდა გავჩერდეთ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ კი არა, რომ მე მიშა მომწონს, ან არ მომწონს, იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა არ მინდა იქცეს პრეზიდენტების მკვლელად და გამადგურებელ ქვეყანად", - თქვა ბუღაძემ.