ბრიტანეთი უკრაინას კიდევ 300 მლნ ფუნტი სტერლინგის (375 მლნ დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ Reuters იტყობინება.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს რადიოელექტრონულ აღჭურვილობას, ასევე მობილურ რადიოლოკაციურ სისტემებსა და ღამის ხედვის აღჭურვილობას. სამხედრო დახმარებას შორის ასევე იქნება უპილოტო საფრენი აპარატები, GPS-ის სიგნალის ჩახშობის აღჭურვილობა და ჯავშანჟილეტები.
მანამდე ლონდონმა უკრაინას უკვე გამოუყო 200 მლნ ფუნტი სტერლინგის ღირებულების დახმარება. კერძოდ, უკრაინაში გაგზავნა 5 ათასზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, 5 საჰაერო თავდაცის სისტემა და საბრძოლო მასალები.
ამასთან, დღეს ბრიტანეთის პრემირ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის უმაღლეს რადას ონლაინ-რეჟიმში სიტვით მიმართავს. ბრიტანეთის პრემიერი პირველი მსოფლიო ლიდერი იქნება, რომელიც ომის დაწყებიდან უკრაინის პარლამენტის წინაშე გამოვა.