გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უკრაინისთვის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებას გაზრდის. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფისის მიერ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ, გავრცელებულ განცხადებაში.
"პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა პრეზიდენტ ზელენსკის დაუდასტურა, რომ ლონდონი გააგრძელებს დამატებით სამხედრო დახმარების მიწოდებას, რათა უკრაინელებს ჰქონდეთ აღჭურვილობა, რომელიც სჭირდებათ საკუთარი თავის დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.
ჯონსონმა ასევე დაარწმუნა ზელენსკი, რომ ლონდონი გააგრძელებს უკრაინის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.
ცოტა ხნით ადრე, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მედიის ცნობით, მაკრონი დაჰპირდა ზელენსკის, რომ პარიზი უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გააძლიერებს.