რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამტკიცებს, რომ კრემლი მიაღწევს თავის სამხედრო მიზნებს დონბასში, რაც, მისი თქმით, ადამიანებს საშუალებას მისცემს განაახლონ თავიანთი ნორმალური ცხოვრება.
კრემლში გამართულ შეხვედრაზე გამოსვლისას, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის, როგორც შესაძლებლობების ქვეყნის პოპულარიზაციას, პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი იძულებული გახდა დაეწყო "სამხედრო ოპერაცია" უკრაინაში დონბასში მომხდარი "ტრაგედიის" გამო.
"მე თავიდანვე ვთქვი - ამ ოპერაციის მიზანია დონბასში მცხოვრები ჩვენი ხალხის დახმარება", - თქვა მან.
"ვიმოქმედებთ თანმიმდევრულად და მივაღწევთ ისეთ მდგომარეობას, რომ იქაც ცხოვრება თანდათან ნორმალიზდება და შეიცვლება უკეთესობისკენ, როგორც სევასტოპოლში", - განაცხადა პუტინმა.