საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქეთის შეაიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გადასცა.
“თურქეთსა და საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დიდი ხნის გამოცდილება აქვთ. დღეს თურქულმა მხარემ განახორციელა ლოჯისტიკური სახის დახმარება. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მათ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ.
გრანტის ფარგლებში საქართვლოს გადმოეცა 8 ერთეული ავტომობილი და სხვადასხვა დასახელების ტექნიკური საშუალებები.
“ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ლოჯისტიკის, ასევე განათლების სფეროში. დღევანდელი ღონისძიება არის ყოველწლიური დახმარების ნაწილი რომელსაც თურქთი საქართველოსთვის ახროციელებს”, - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ლევენთ მურათ ბურჰანსმა.
2005 წლის სამხედრო გრანტის ხელშეკრულებისა და ლოგისტიკის ოქმის ფარგლებში ქართულ მხარეს დღეს მილიონ ნახევრი დოლარის ღირებულების ტექნიკური საშუალება გადაეცა.