გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კლიმატური ცვლილებების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას.
"ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, სახელმწიფოსა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, განვათავსეთ 2 მეტეოროლოგიური რადარი, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით გვექნება 300-მდე მეტეოროლოგიური სადგური, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზის ხარისხს, მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას და ასევე მიაწვდის უფრო ზუსტ და მაღალი ხარისხის ინფორმაციას ჩვენ მოქალაქეებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.