"ერთ-ერთი მოთხოვნადი სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ არის „დანერგე მომავალი“ - პროგრამა საშუალებას აძლევს ფერმერებს, გააშენონ თანამედროვე, ინტენსიური ბაღები და მიიღონ მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი, როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის. პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს, ახალი მრავალწლოვანი ბაღი 3,600 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. მოთხოვნად პოზიციებს იკავებს საექსპორტო პროდუქტები, როგორიც არის კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები. აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალწლოვანი კულტურების წარმოება ბოლო წლებში საქართველოში 33%-ით გაიზარდა და 600 ათასი ტონა შეადგინა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება სახელმწიფოს მიერ 17,000 ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე დაფინანსდა.