20 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება ქორეოგრაფ ირჟი კილიანის ბალეტ "დაცემული ანგელოზების" პრემიერა. მუსიკა ეკუთვნის სტივ რიქს. ქართულ საბალეტო დასთან სამუშაოდ ჩამოსული არიან ირჟი კილიანის ასისტენტები, ნიდერლანდების თეატრის ბალეტმაისტერები _ ბრიჯიტ მარტინი, ნენსი ეუვერინკი და კენ ოსოლა.
ბალეტის მსოფლიო პრემიერა 1989 წლის 23 ნოემბერს ნიდერლანდების ცეკვის თეატრში (ჰააგა) შედგა.
მაყურებელი ასევე იხილავს ირჟი კილიანის კიდევ ორ ბალეტს ჯონ კეიჯის და ანტონ ვებერნის მუსიკაზე შთEPPING STONS და ვოლფგანგ Aამადეუს მოცარტის მუსიკაზე SECHS TANWE, რომელთა პრემიერა თბილისში გასული წლის ნოემბერში შედგა.
რეპეტიციები გაიმართება 18 და 19 ნოემბერს 13-იდან 18 საათამდე.
სპექტაკლი 21 და 22 ნოემბერსაც იქნება წარმოდგენილი.