რუსეთის არმიამ თითქმის დაასრულა უკრაინის აღმოსავლეთში შეტევითი ოპერაციის სამზადისი, აქტიური საბრძოლო მოქმედებები, შესაძლოა, უახლოეს დღეებში დაიწყოს. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ოლექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა.
"ჩვენი ინფორმაციით, მტერი გადავიდა თავისი დანაყოფების აღდგენისა და დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ტერიტორიაზე გადასროლის დასრულების ფაზაზე. ჩვენი პროგნოზით, აქტიური საბრძოლო მოქმედებები ამ ტერიტორიებზე უახლოეს ხანებში დაიწყება. ამისთვის უკრაინის არმია მზად არის. ჩვენ არ შეგვიძლია ვივარაუდოთ ზუსტად როდის მოხდება ეს. ამავე დროს მოწინააღმდეგემ თითქმის უკვე დაასრულა შეტევითი ოპერაციისთვის მზადება", - განახადა მოტუზიანიკმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ომის აატიური ფაზის დაწყებიდან, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში მოწინააღმეგის მხრიდან აქტიური შეტევითი მოქმედბები თითქმის არ შეწყვეტილა.
ამასთან, მისივე თქმით, ოკუპანტები ცდილობენ დონეცკისა და ლუჰანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გავიდნენ, ამ მომენტისთვის დამპყრობლების დანაყოფები ცდილობენ დაიკავონ სახმელეთო დერეფანი და გამაგრდნენ ხერსონის საზღვრებში.
ფოტოზე: უკრაინულმა ძალებმა 10 აპრილს დონბასის რუსული პოზიციების მიმართ GRAD-ის რაკეტები გაუშვეს/AA