ბუჩაში, ბავშვთა სანატორიუმის სარდაფში სამართადამცველებმა აღმოაჩინეს ოთახი, სადაც რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებდნენ და ხოცავდნენ. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
"პროკურორებმა კიევის ოლქის პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ქალაქ ბუჩაში წამების ოთახი აღმოაჩინეს. ბავშვთა ერთ-ერთი სანატორიუმის სარდაფში სამართალმდაცველებმა იპოვეს ხუთი კაცის ცხედარი, რომლებსაც ხელები შეკრული ჰქონდათ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები აწამებდნენ დაუცველ მშვიდობიან მოქალაქეებს, შემდგ კი კლავდნენ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დანაშაულის ადგილზე პროკურორები და პოლიციის თანამშრომლების მუშაობენ.