2011 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს, იმერეთის რეგიონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებს დღეს, რეგიონის მოსახლეობა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გაეცნობიან. მათთან შესახვედრად დღეს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი იმერეთის რეგიონში ჩადიან.
ფინანსთა სამინისტროს ამოცანაა, ყველა რეგიონის პრიორიტეტი მაქსიმალურად აისახოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რისთვისაც სამინისტრო მზადაა, მოისმინოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის შენიშვნები და წინადადებები. რეგიონში გამართულ შეხვედრებზე ფინანსთა მინისტრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ასევე მოუსმენენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორ ესახებათ მათ ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების ეფექტურად გამოყენ.
მასალის გამოყენების პირობები