უკრაინის ქალაქ ბუჩის მერმა ანატოლი ფედორუკმა განაცხადა, რომ ქალაქი რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლებულია. მისი თქმით, ქალაქის გათავისუფლება 31 მარტს დაიწყო.
"31 მარტი ჩვენი დასახლებისა და მთელი ტეროტორიული თემის ისტორიაში შევა რუსი ორკების, რუსი ოკუპანტებისაგან ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ გათავისუფლების დღედ... დღეს მე ვაცხადებ, რომ ეს არის სიხარულის, ჩვენი შეიარაღებული ძალების გამარჯვების დღე კიევის ოლქში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიდი გამარჯვება მოიპოვოს მთელმა უკრაინამ", - განაცხადა ფედორუკმა.
თავის მხრივ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ ბუჩიდან გასვლის დროს ოკუპანტებმა დანაღმეს სამოქალაქო ნაგებობები, ინფრასტრუქტურის ობიექტები და დასახლებულ პუნქტში არსებული ზოგიერთი უბნები.
ფოტოზე: ბუჩის ქუჩებში განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკა