თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, რუსულ-უკრაინულმა დელეგაციებმა მოლაპარაკებებზე 6-დან 4 საკითხზე "ურთიერთგაგებას მიაღწიეს". ამის შესახებ ერდოღანმა ნატოს სამიტიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ ზელენსკის და პუტინს გაესაუბრება.
"რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების ექვსი თემაა, როგორც ჩანს, მათ შორის ოთხ თემაზე არსებობს ურთიერთგაგება", - განაცხადა ერდოღანმა.
"თავიდან უკრაინა ამ საკითხზე იყო ჩამოკიდებული, მაგრამ მოგვიანებით ზელენსკიმ დაიწყო საუბარი, რომ შესაძლოა ნატოს წევრობაზე უარი თქვას. კიდევ ერთი საკითხია, რუსული ენის ოფიციალურ ენად აღიარება. ეს ზელენსკიმაც აღიარა. რუსული ენა სალაპარაკო ენაა უკრაინაში თითქმის ყველგან. არც ამ ეტაპზეა პრობლემა", - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა ასევე თქვა, რომ ზელენსკის განცხადება რუსეთთან კომპრომისებზე რეფერენდუმის აუცილებლობის შესახებ არის "გონივრულის ლიდერობა".
შეგახსენებთ, ზელენსკიმ ორშაბათს თქვა, რომ ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ეხება უსაფრთხოების გარანტიებს ქვეყანაში, უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის გზით.