ასეთი ტიპის კვლევები, პარტიული კვლევები უფრო აცდენილია საზოგადოების რეალურ განწყობებს, - ასე ეხმიანება "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია GORBI-ის მიერ ჩატარებულ კვლევას.
"ასეთი ტიპის კვლევები, პარტიული კვლევები უფრო აცდენილია საზოგადოების რეალურ განწყობებს და თანხვედრაშია იმ პოლიტიკური პარტიის განზახვებთან, რომელიც არის შემკვეთი. ამას შევეჩვიეთ, სამწუხაროდ და აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ მსგავს პარტიულ კვლევებს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, GORBI-ის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: ემხრობით თუ არა "ქართული ოცნების" მთავრობის პოლიტიკას, რომლის დეკლარირებული მიზანია არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში? პასუხები ასე გადანაწილდა: ემხრობა გამოკითხულთა 73,3%, არ ემხრობა 24,5 და არ იცის ან პასუხზე უარს ამბობს გამოკითხულთა 2,2%.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური გემოვნების გათვალისწინებით შეკითხვაზე დადებითი პასუხი აქვს "ქართული ოცნების" მხარდამჭერთაგან 96%-ს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთაგან 41%-ს.