შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბოლოდროინდელი განცხადებები ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებით მიუტევებელია, - აცხადებს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი.
ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, რატომ არ პასუხობს პუტინის მსგავს განცხადებებს და მიიჩნევს თუ არა კრემლი ამას რუსეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის წინაპირობად.
"ჩვენი პრეზიდენტი არის ძალიან ბრძენი, შორსმჭვრეტელი, კულტურული საერთაშორისო ფიგურა და რუსეთის ფედერაციის მეთაური. ბატონი ბაიდენის ასეთი განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელია და რაც მთავარია, ალბათ, იმ სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ბომბავდა ადამიანებს მთელ მსოფლიოში, არ აქვს ამის უფლება. რომელმაც ატომური ბომბი ჩამოაგდო უკვე დამარცხებულ ქვეყანაში, ვგულისხმობ ჰიროსიმასა და ნაგასაკის. ამ სიტყვების წარმოთქმის უფლება საერთდ არ აქვს ასეთი სახელმწიფოს პრეზიდენტს, ეს არის ჩვენი ღრმა რწმენა“, - თქვა პესკოვმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკრაინაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულების გამო, პუტინს ომის დამნაშავე უწოდა.