უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდმირ ზელენსკის კონგრესისადმი მიმართვას, სადაც ის კიდევ ერთხელ გამოვიდა ცის დახურვის მოწოდებით, თეთრი სახლი ეხმიანება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ცის დახურვასთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიცია უცვლელია.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მიუხედავად უკრაინის არაერთგზის მოწოდებისა, ამოქმედდეს ფრენის აკრძალული ზონა, მისი პოზიცია არ შეცვლილა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მას აქვს ოცნება დაიხუროს ცა, რათა გადარჩეს უკრაინელი ხალხი.
დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის შეერთებული შტატები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღიდან აცხადებენ, რომ უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას გამორიცხავენ. ლიდერები შიშობენ, რომ ცის დახურვა, რაც რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას გულისხმობას, რუსეთსა და ნატოს შორის ომის პროვოცირებას მოახდენს.