სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ეხმიანება.
როგორც ნინო ლომჯარია განმარტავს, პრეზიდენტმა ბევრი სწორი აქცენტი გააკეთა და ზოგიერთი საკითხი შემაშფოთებლად დამაფიქრებელიც იყო.
"ვესწრებოდი პარლამენტში პრეზიდენტის მიმართვას და პირადადაც გადავუხადე მადლობა გაბედული გამოსვლისთვის! ბევრი სწორი აქცენტი გააკეთა და ზოგიერთი საკითხი შემაშფოთებლად დამაფიქრებელიც იყო!", - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.