2011 წლიდან უკრაინელი სამხედროები საქართველოში მოემზადებიან. ეს განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხეილ ეჟელმა გააკეთა.
"მომდევნო წლიდან ჩვენი 50 მდე სამხედრო საქართველოში დაიწყებს მომზადებას", _ განაცხადა ეჟელმა.
მისივე თქმით, უკრაინელი სამხედრო სპეციალისტების მომზადება სპეციალიზებული სასწავლო ცენტრის ბაზაზე წარიმართება. იქ სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-ქვეითები ემზადებიან.
"ჩვენ ძალიან დაინტერესებულნი ვართ ჩვენი სამთო-ქვეითების სამხედრო მომზადებით", _ დასძინა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები