აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი დღეს ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კაია კალასს შეხვდა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე, კაია კალასმა კიდევ ერთხელ აღნიშნა უკრაინის მიმართ ერთობლივი მხარდაჭერის აუცილებლობა.
ის ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უარესი ჯერ კიდევ წინ არის.
"ჩვენ უნდა მოვემზადოთ უარესისთვის, უარესი ჯერ კიდევ წინ არის", - თქვა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
კაია კალასმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რუსეთის თავისუფალი სამყაროსგან სრული იზოლირებისკენ. კალასის განცხადებით, აუცილებელია, "ამოივსოს ყველა ღრმული", რომელიც რუსეთს მის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საშუალებას აძლევს.
"ჩვენ გავაგრძელებთ ახალი იარაღების მოძიებას ჩვენს ინსტრუმენტთა კოლოფში, სანამ პუტინის ომის მანქანა არ პარალიზდება", - თქვა კალასმა.
თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა იმედი გამოთქვა, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, თუმცა "აშშ ემზადება უარესი სცენარისთვისაც".
მისი თქმით, დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და ვრცელდება ცნობები რუსული ძალების მიერ ჰუმანიტარული დერეფნების დაბომბვის შესახებ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი ნატო-ს მოკავშირეები მზად არიან "აღკვეთონ ნებისმიერი საფრთხე, რომელიც შესაძლოა ჩვენკენ მოემართებოდეს".
"პრეზიდენტი პუტინი რუსეთს გარიყულად აქცევს", - თქვა მან და დასძინა, რომ რუსი ხალხი უკვე გრძნობს ამის შედეგებს.