დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრი დომინიკ რააბი, რომელსაც მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, Sky News-ის ეთერში აცხადებს, რომ რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა რამდენიმე თვეს ან წელს გაგრძელდეს.
"ჩვენი მისია ჩვენს მოკავშირეებთან ერთად არის უკრაინაში პუტინის წარუმატებლობის უზრუნველყოფა და ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენ ვსაუბრობთ თვეებზე, თუ არა წლებზე, და ამიტომ უნდა გამოვავლინოთ გარკვეული სტრატეგიული გამძლეობა, რადგან ეს რამდენიმე დღეში არ დასრულდება.
დომინ რააბის თქმით, თუ გადავხედავთ რას აკეთებდა რუსეთი წარსულში, იმ ომებში, რომლებშიც ჩართული იყო, ვხედავთ, რომ ის სირიის ტაქტიკას მიმართავს.
"არ მგონია, რომ არსებობდეს რაიმე ტაქტიკა, რასაც რუსეთს არ შუძლია რომ მიმართოს", - თქვა რააბმა.
"თუმცა მსურს ერთი რამ ვთქვა. ვფიქრობ, ნატო და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები აბსოლუტურად მტკიცენი არიან და უკრაინას ბოლომდე დავუჭერთ მხარს."