გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში ნატო-ს ჩართვას გამორიცხავს. ამის შესახებ მან იერუსალიმში ისრაელის პერმიერ-მინისტრთან ნაფტალი ბენეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მოცემულ სიტუაციაში ეს არასწორი იქნებოდა", - აღნიშნა მან.
კანცლერის თქმით, დღეს საუბარია ძალიან სახიფათო სიტუაციაზე, რადგან კონფლიქტში ჩართულია ბირთვული სახელმწიფო.
შოლცის აზრით, შექმნილ მდგომარეობაში დასავლეთმა დაიკავა სწორი პოზიცია თანმიმდევრულობასა და აიცილებელ სიფრთხილეს შორის.
მე-7 დღეა უკრაინაში ომი მძვინვარებს. უკრაინელი მებრძოლები და რიგითი მოქალაქეები მტერს მტკიცე წინააღმდეგობას უწევენ.
რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს, პუტინის განკარგულებით შეიჭრნენ.