ბელგია მოითხოვს, ევროკავშირმა შეწყვიტოს ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის, მათ შორის, სტუდენტური, ტურისტული და სამუშაო ვიზების. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბელგიის მიგრაციის მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ განაცხადა.
"რუსეთის უგუნური თავდასხმა უკრაინაზე გვაიძულებს, რომ ფრთილად ვიყოთ ბელგიაში ჩასვლის მსურველ რუსებთან მიმართებაში", - თქვა მიგრაციის მინისტრმა სემი მაჰდიმ.
"ამჟამად, რუსებს აქ არ მივესალმებით. რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმა ტაბუდადებული არ უნდა იყოს", - თქვა მინისტრმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბელგიის პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროოს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. დღეს ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შეხვდება, სადაც უნდა იმსჯელონ რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესების თაობაზე.