დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ მეორეს კორონავირუსი დაუდასტურდა. იტყობინება BBC News-ი ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით.
სამეფო კარის ინფორმაციით, დედოფალს აღენიშნება მსუბუქი გაციების მსგავსი სიმპტომები და იმედოვნებენ, რომ მონარქი მომავალ კვირას, უინძორის ციხე-სიმაგრიდან სამეფო მოვალეობების შესრულებას განაგრძობს.
"მონარქი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნება და დაიცავს ყველა მითითებას", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც იუწყებიან, დედოფალს კონტაქტი ჰქონდა უფროს შვილთან და ტახტის მემკვიდრესთან, უელსის პრინცთან, რომელსაც კორონავირუსი გასულ კვირას დაუდასტურდა.
95 წლის დედოფალი სრულად ვაქცინირებულია.