დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ტახტზე ასვლიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.
პრინცესა ელისაბედი ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს - მამის, მეფე ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების დღეს ავიდა. დედოფლის კორონაცია მოგვიანებით, 1953 წლის 2 ივნისს გაიმართა.
ელისაბედ მეორე, რომელსაც 2022 წელს 96 წელი უსრულდება, პირველი მონარქია, რომელიც ტახტზე ასვლის "პლატინის" იუბილეს აღნიშნავს.
ელისაბედ მეორის დედოფლობის 70 წლის განმავლობაში, ბრიტანეთმა 14 პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა.
პირველი პრემიერ-მინისტრი, რომლიც ელისაბედ მეორის მმართველობის დასაწყისში ედგა სათავეში ბრიტანეთის მთავრობას, უინსტონ ჩერჩილი იყო.
უინსტონ ჩერჩილი და ელისაბედ მეორე, 1953 წელი
ენტონი იდენი და ელისაბედ მეორე, 1955 წელი
ჰაროლდ მაკმილანი, 1954 წელი
ალეკ დუგლას-ჰოუმი, 1964 წელი
ჰაროლდ უილსონი, 1969 წელი
ედუარტ ჰიტი, 1973 წელი
ჯეიმს კალაჰანი, 1977 წელი
მარგარეტ ტეტჩერი, 1985 წელი
ჯონ მეიჯორი, 1999 წელი
ტონი ბლერი, 2001 წელი
გორდონ ბრაუნი, 2010 წელი
დევიდ კამერონი, 2010 წელი
ტერეზა მეი, 2016 წელი
ბორის ჯონსონი, 2019 წელი