ჩვენ ცალსახად ვუთხარით რუსეთს, თქვენ უნდა გაიყვანოთ სამხედროები იმ ქვეყნებიდან, სადაც ისინი ამ სახელმწიფოების ნების საწინააღმდეგოდ იმყოფებიან – უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან, – ამის შესახებ განცხადება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში გააკეთა.
„ჩვენ ცალსახად ვუთხარით რუსეთს, თქვენ უნდა გაიყვანოთ სამხედროები იმ ქვეყნებიდან, სადაც ისინი ამ სახელმწიფოების ნების საწინააღმდეგოდ იმყოფებიან – უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან. ჩვენ ეს სამი ქვეყანა ვახსენეთ ნებისმიერ შეხვედრაზე რუსეთთან. ასევე მკაფიოდ განვუმარტეთ რუსეთს, რომ ამ ქვეყნებში სამხედროების ყოფნა ამ ქვეყნების ნატო-ში შესვლას ვერ შეაჩერებს, თუ ამას თავად ეს სახელმწიფოები და მოკავშირეები გადაწყვეტენ. რუსეთს ამ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება არ აქვს და რუსეთის დე ფაქტო ყოფნა ამ ქვეყნებში, ამას ვერ შეცვლის“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.