სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს, 2022 წლის 1-ელ თებერვალს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა.
ილია მეორის მისალოცი გზავნი რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"თქვენო უწმინდესობავ! გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მილოცვა თქვენი აღსაყდრების დღესთან დაკავშირები!
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ პატრიარქად მსახურების წლების განმავლობაში თქვენ დიდი წვლილი შეიტანეთ რუსეთში სულიერებისა და ტრადიციული ფასეულობების აღორძინებაში.
დღეს, როგორც არასდროს, მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სულიერი და მორალური ფასეულობების დაცვას.
გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს, სულიერ სიხარულს და ღვთის დახმარებას ყველა ღვთივსათნო საქმეში. უფალმა მოგმადლოთ ძალა, განაგრძოთ ნაყოფიერი მოღვაწეობა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით, + ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი".