სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საშობაო ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში აღასრულებს. იუწყება საქართველოს საპატრიარქო.
საშობაო ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათიდან დაიწყება.
"მაცხოვრის შობის სადღესასწაულო მსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში", - ნათქვამია ინფორმაციაში.