პარტია "ტრიბუნის" ლიდერი დავით ჭიჭინაძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წამოწყებულ შიმშილობის მასობრივ აქციას ეხმიანება.
ჭიჭინაძის თქმით, შიმშილობით მოძალადეს ვერ დაამარცხებ.
"შიმშილობით ვის დაუმარცხებია მტერი და თან ასეთი უტიფარი მოძალადე?!
შიმშილობის დაწყებას პარლამენტიდან გამოსულიყვნენ და საკრებულოებში არ შესულიყვნენ, ყველაზე რადიკალური ნაბიჯი ეს იქნებოდა, მაგრამ სკამებიდან ვერ დაძრეს უმეტესობა.
ვისაც სურვილი ექნებოდა გამოყვებოდა და ვინც დარჩებოდა, მათ პირდაპირ დაერქმებოდა „ოცნება“ ! რა დროს ეტიკეტები და მიტევებაა ომში?! მითუმეტეს როდესაც მოძალადეს ებრძვი!
და თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ნამუსი შეაწუხებთ, ან იდარდებენ ადამიანების შიმშილზე, ძალიან ცდებიან და ვერც სააკაშვილს გაათავისუფლებენ ასე.
ფინალში კი მივიღეთ ის, რომ რაც ახლა ხდება ყველაზე უფრო სწორედ „ოცნებას“ აწყობს.
ხალხში ნიჰილიმია, ცვლილებების მოთხოვნა ფაქტიურად გაქრა, „ოცნების“ ხელისუფლებას მომავალზე პასუხს აღარავინ სთხოვს, ადამიანები კი ქვეყნიდან გარბიან", - აცხადებს ჭიჭინაძე.
21 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ იწყებოდა მასობრივი შიმშილობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით.
პარტიის ლიდერების თქმით, ამ ეტაპზე 180-მდე ადამიანი შიმშილობს.