გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი ავტობიოგრაფიის დაწერას გეგმავს, სადაც ისაუბრებს თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, - ამის შესახებ გამოცემა Spiegel-ს გერმანიის მთავრობის მეთაურის ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა ბეატე ბაუმანმა განუცხადა.
"კანცლერს არ სურს მთელი თავისი ცხოვრების შესახებ გვიამბოს. მას სურვილი აქვს განმარტოს თავისი ძირითადი პოლიტიკური გადაწყვეტილებები თავისი სიტყვებით და თავისი ცხოვრების გზის გათვალისწინებით", - თქვა ბაუმანმა, რომელიც მერკელს წიგნის მომზადებისა და გამოცემის პროცესში ეხმარება.
ბაუმანის თქმით, "ყველაზე მნიშვნელოვანი ფაილები უკვე მზად არის". პროექტი გათვლილია ორ-სამ წელზე. თუ რომელი გამოცემა გამოაქვეყნებს აღნიშნულ წიგნს, უცნობია.