2021 წელი მომავალ თაობებს არამხოლოდ კორონავირუსის პანდემიით, არამედ ბუნებრივი კატასტროფების რეკორდული რაოდენობებით დაამახსოვრდებათ.
ტყის ხანძარი იაკუტიაში. რუსეთი, 2021 წლის 11 აგვისტო
სამაშველო სამუშაოები ნორვეგიაში მომხდარი მეწყრის შემდეგ. ეს მეწყერი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბუტად ითვლება. ნორვეგია, 2021 წლის 5 აგვისტო
მასშტაბური წყალდიდობა კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის რეგიონში. წყალდიდობამ გამოიწყვია მეწყერები და სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კანადა, 2021 წლის 17 ნოემბერი
საცხოვრებელი სახლის სამზარეულოს ფანჯრიდან მოჩანს ვულკანის ამოფრქვევა კანარის კუნძულ ლა პალმაზე. ვულკანი უკვე რამდენიმე კვირაა ლავას აფრქვევს, რომელსაც ჯერ დასასრული არ უჩანს. ესპანეთი, 2021 წლის 28 სექტემბერი
ვულკანური ფერფლით დაფარული სახლი კუნძულ ლა პალმაზე. ესპანეთი, 2021 წლის 30 ოქტომბერი
კალიფორნიელი მეხანძრეები მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვია, რომელიც საფრთხეს უქმნის სიერა ნევადას საკულტო სექვოიას და მცირე თემებს. აშშ, 2021 წლის 24 სექტემბერი
ლუიზიანას შტატს ქარიშხალი „იდა“ დაატყდა თავს, რომელმაც შტატის სხვადასხვა მხარეს წყალდიდობები გამოიწვია. დაიტბორა გზები, სახლები. აშშ, 2021 წლის 31 აგვისტო
აგვისტოში კალიფორნიაში, ტაჰოს ტბასთან რამდენიმე ხანძრის კერა გაჩნდა. მოსალოდნელი საფრთხის გამო საკურორტო ქალაქში ევაკუაცია გამოცხადდა, რამაც გზატკეცილებზე ხანგრძლივი და მრავალკილომეტრიანი საცობი გამოიწვია. აშშ, 2021 წლის 30 აგვისტო
მექსიკას ქარიშხალი „ნორა“ დაატყდა თავს, რასაც ძლიერი წვიმები და წყალდიდობა მოჰყვა ხალისკოს შტატში. მექსიკა, 2021 წლის 29 აგვისტო
სამაშველო ეკიპაჟის წევრი ტროპიკულ ქარიშხალ „ჰენრი“ შედეგებს ებრძვის ნიუ ჯერსის შტატში. აშშ, 2021 წლის 22 აგვისტო
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში უხვმა ნალექმა მეწყერები და წყალდიდობა გამოიწვია. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. იაპონია, 2021 წლის 15 აგვისტო
ჰაიტიზე 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაინგრა ათეულობით შენობა, დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი. ჰაიტი, 2021 წლის 14 აგვისტო
თურქეთის შავი ზღვის მოსაზღვრე რეგიონებში მასშტაბური წყალდიდობა დაატყდა თავს. წყალდიდობამ მეწყერები გამოიწვია ბართინის პროვინციინ სინოპის პროვიციამდე. ბუნებრივი კატასტროფის შედეგად წაილეკა გზები, ხიდები, შენობა-ნაგებობები. თურქეთი, 2021 წლის 11 აგვისტო
საბერძნეთი მასშტაბურმა ტყის ხანძრებმა მოიცვა. ფოტოზე მოსჩანს დამწვარი მანქანები ათენის ჩრდილოეთით, ნეა კიფისის გარეუბანში. საბერძნეთი, 2021 წლის 3 აგვისტო
მასშტაბური ტყის ხანძრები თურქეთში, რომელმაც ხელუხლებელი ტყის უზარმაზარი ტერიტორია გაანადგურა. ხანძარმა საკურორტო ქალაქებსაც მიაღწია, რამაც აუცილებელი გახადა ტურისტების ევაკუაცია ზღვისპირა სასტუმროებიდან. თურქეთი, 2021 წლის 2 აგვისტო
ჩინეთის ჰენანის პროვინციაში უპრეცენდენტო ნალექმა ლამის მთელი ქალაი დატბორა, წყალმა წალეკა ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ჩააღწია მეტროს გვირაბებში. ჩინეთი, 2021 წლის 21 ივლისი
დასავლეთ გერმანიასა და ბელგიის ნაწილს ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობა დაატყდა. დაინგრა ათეულობით შენობა, წყალმა წალეკა გზები და ხიდები, დაიღუპა ათობით ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ასეულობით ადამიანი. გერმანია, 2021 წლის 15 ივლისი
მძვინვარე ხანძარი კალიფორნიაში. აშშ, 2021 წლის 10 ივლისი
ძლიერი წვიმა, ციკლონი ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ასეულობით ათასი ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო. ინდოეთი, 2021 წლის 27 მაისი
ვულკან ნიირაგონგოს ამოფრქვევა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 2021 წლის 22 მაისი
ხანძარი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალა კეიპტაუნის სიახლოვეს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, 2021 წლის 19 აპრილი
დამანძგრეველი მიწისძვრა მოხდა ინდონეზიაში, დასავლეთ სულავესში. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. მაისი
მეწყერი მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს გარეუბანში, წაილეკა ათობით ნაგებობა. მექსიკა, 2021 წლის 10 სექტემბერი
ლავა მოედინება ისლანდიის ვულკან Fagradalsfjall-იდან. ისლანდია, 2021 წლის 9 აპრილი
ფოტო: AFP, AP, Reuters