ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელი ცენტრი, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია საქართველოში დასავლეთის სტანდარტების შესაბამისი სამხედრო-ფსიქოლოგიური სამსახურის განვითარების ხელშეწყობა. ფსიქოლოგიური სამსახურის კონცეფციის პრეზენტაცია დღეს შედგება.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა 2008 წლის საომარ მოქმედებებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური დიაგნოსტირება და კონსულტაცია საომარი სტრესით გამოწვეული ფსიქოლოგიური მდგომარეობების შეფასების, პრევენციისა და ინტერვენციის მიზნებიდან გამომდინარე, გამოიცა საომარი ზონიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილი გზამკვლევები.
მომზადდა სამხედრო-ფსიქოლოგიური სამსახურის კონცეფცია, რომელიც ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას და შემუშავებულია დასავლეთის ქვეყნების გამოცდილების, რეკომენდაციებისა და პროფესიული გაიდლაინების საფუძველზე.
კონფერენციის მიზანია სამხედრო-ფსიქოლოგიური სამსახურის დანერგვის აუცილებლობა ქართულ რეალობაში. ძირითადი მოხსენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
პრეზენტაციაზე მიწვეულები არიან თავდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
კონცეფციის პრეზენტაცია შედგება 2010 წლის 18 ნოემბერს, სასტუმრო თბილისი-მარიოტში. (მისამართი: რუსთაველის გამზირი # 13). შეხვედრის ოფიციალური გახსნა დაგეგმილია 12:00 საათზე. შეხვედრა გაგრძელდება 16:00 საათამდე.