ნატოს მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება, - აცხადებს სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა.
„რიგაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატოს მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება“, - დაწერა ხავიერ კოლომინამ Twitter-ზე.