ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, დიდი ალბათობით, სარკაზმი იყო, თუმცა ამისი დრო არ არის, - წერს სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ხელისუფლებას იმპერატიულ რიტორიკას ურჩევს.
„უფრო იმპერატიული რიტორიკაა საჭირო ხელისუფლებისგან და სავალდებულო ვაქცინაცია შემოსაღები იმ ასაკობრივი ჯგუფებისა და კატეგორიის პირებისთვის, რაც ცივილიზებულ სამყაროში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა”, - წერს ლომჯარია და აღნიშნავს, რომ საქართველომ საერთაშორისო პრაქტიკა უნდა გაიზიაროს.
„ჩვენ უნდა გავიზიაროთ ის საერთაშორისო პრაქტიკა, რაც ამბობს, რომ 60 წლის ასაკის ზემოთ ყველა უნდა აიცრას, რომ კოვიდ გადატანილის იმუნიტეტი 6 თვე მუშაობს... არ შეიძლება ასეთი ტანჯვისთვის გავწიროთ ჩვენი უფროსი თაობა, ექიმები, არ შეიძლება პოლიტიკური მიზანშეწონილობა წონიდეს მეცნიერულ არგუმენტებს, ეს გაუგონარი ბოროტებაა“, - წერს ლომჯარია.