საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ეხმიანება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებს და მასზე რუსული პროპაგანდისტული მედიის რეაქციას.
"რუსებს, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფის ამსახველ კადრებზე იცინიან: დიახ, ეს გააკეთეს ქართველებმა, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით! დანარჩენ საქართველოს კი აერთიანებს "ოპრიჩნინას" მიმართ ზიზღი, რომელიც ამდენად უცხოა ჩვენი ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ერისთვის", - წერს მარგველაშვილი "ტვიტერზე".