"კანონმდებლობა ითვალისწინებს ორ შემთხვევას, როცა მსჯავრდებული შეიძლება, სხდომას არ ესწრებოდეს – ეს არის ის ვითარება, როცა თავად ამბობს უარს სხდომაზე დასწრებაზე, ან სასამართლოს მიერ არის გაძევებული", აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი
მისი თქმით, არც ერთ და არც მეორე შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
"სააკაშვილმა დისტანციურ სხდომაზე უარი განაცხადა და ყველა პირობა არსებობდა, რომ სხდომაზე უნდა ყოფილიყო. სახელმწიფოს უნდა უზრუნველყო როგორც მისი სხდომაზე დასწრება, ასევე მისი დაცვა მხარდამჭერების აქციისგან.
საპირისპირო რომ მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი, როგორც მსჯავრდებულის უფლება დაირღვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სხდომაზე არსებითად არ განიხილებოდა მისი არც ერთი საქმე, განიხილებოდა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი, რაც ფორმალური ხასიათის იყო”, – განაცხადა იოსელიანმა.