მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლო სხდომა დატოვეს. მიზეზი მოსამართლის უარი გახდა, პროცესზე დაეშვა მესამე პრეზიდენტის სხვა ადვოკატები.
ბექა ბასილაიმ მოსამართლეს მიმართა გამოეცხადებინათ შესვენება და სხდომა გაგრძელებულიყო ნიკა გვარამიასა და დიტო საძაგლიშვილის მონაწილეობით, რაზეც მოსამართლე ნინო ელეიშვილმა უარი თქვა.
მისი თქმით, დაწყებულ პროცესზე შესვლა უწყვეტობის პრინციპთან შეუსაბამოა - მაშინ მე ვერ ვხედავ აზრს და ვტოვებ სხდომას - თქვა ბასილაიამ.
ბასიალაია აცხადებდა, რომ ადვოკატებს ახალი ინფორმაცია უნდა შემოეტანათ. ამის შემდეგ ბასილაიამ სასამართლო სხდომაზე შესვენება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამ ფონზე პროცესი ბექა ბასილაიამ დატოვა.