„თუ ის უზრუნველყვეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანში მისი ნებართვის გარეშე მოტყუებით გაეტაცათ და არაფერი მომხდარიყო, ის რატომ არ უნდა უზრუნველყონ, როდესაც მოთხოვნა 24 საათით ადრე მიუვიდათ, აქ მოიყვანონ მიხეილ სააკაშვილი?!, - კითხულობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი იმართება ბექა ბასილაიამ თქვა, რომ თუ არ არის იმის შიში, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს საზოგადოების წინაშე პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა.
"ამიტომ გთხოვთ, უზრუნველყოთ სასამართლო სხდომის დარბაზში მიხეილ სააკაშვილის მოსვლა. თუ სასამართლო ამას არ უზრუნველყოფს, ჩათვალეთ, რომ ეს პროცესი არ არის პროცესი. ეს პროცესი არის, მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ორთვიანი ვადა გადის, აღკვეთის ღონისძიებაა გადასასინჯი და სასამართლო ვადას ვერ გაექცევა, მეტი არაფერი. ბოდიში, მოსამართლეები ხართ, კეთილი ინებეთ და ახლავე უზრუნველყავით, სააკაშვილის პროცესზე მოყვანა“, - აცხადებს ბასილაია.