9 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1571 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.1622 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.51 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6597 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6583 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.14 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3251 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.2918 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 10 ნოემბერიდან შევა ძალაში.