„ჩვენ ვესაუბრეთ ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში, იქნება ეს არჩევნები თუ სასამართლო სისტემა, თავადაც ეს საკითხები აინტერესებდათ", - განაცხადა "გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ.
"საუბარი იყო პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციაზე. ბევრ რამეზე იყო საუბარი, ყველაფრის საქმის კურსში არიან. მე ვუთხარი ჩემი აზრით, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და რა ნაბიჯები შეიძლება იყოს მათი მხრიდან გადადგმული. ჩვენი გასაკეთებელი რომ არის მთავარი საქმე, ეგ გასაგებია. ეს არის ერთი ის, რომ საჯაროდ უფრო გასაგებად ისაუბრონ სიმართლე, თუ რა ხდება ქვეყანაში და იმაზე, რომ ამ ხელისუფლებამ ქვეყანა გადაიყვანა ევროატლანტიკური გზიდან. ეს არის ერთი გზა ზეწოლა, რაც შეიძლება იყოს, მეორე, ეს არის სანქციები, ამაზე იყო საუბარი და დისკუსია. მადლობა გადაგვიხადეს იმაზე, რომ ჩავაყენეთ საქმის კურსში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იმისათვის, რომ კონკრეტული რჩევები მივეცით რა ნაბიჯები შეიძლება, რომ გადმოიდგას მათი, როგორც ამ ქვეყნის მეგობრის მხრიდან. თქვეს, რომ რთულ პოზიციაში არიან, სჭირდებათ დაბალანსება გზავნილების ერთი მხრივ, რომ არიან ამ ქვეყნის მეგობრები და არ შეიძლება ისეთ რამე თქვან, რამაც შეიძლება, ქვეყანა დააზიანოს. მეორე მხრივ, აქცენტის გაკეთება უწევთ იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში არის დემოკრატიის მხრივ. ჩვენგან იყო შეთავაზებული პერსონალური სანქციები, როგორც ერთ-ერთი გზა ამ ხელისუფლებაზე ზეწოლის. ისინი პირობას ვერ დაგვიდებენ, რომ სანქციებს მივიღებთო, მაგრამ როგორც ერთ-ერთ გზა ზეწოლის ჩვენგან იყო შეთავაზებული“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.