საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილმა №18 დაწესებულებაში როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა.
მათივე ცნობით, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპეეციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა.
იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, – აღნიშნულია განცხადებაში.